გრძნობები და მათი 4 ტიპი

   გრძნობები – ემოციური პროცესების ყველაზე განვითარებული და რთული ფორმაა. მათ შეუძლიათ მთლიანად მოიცვან ადამიანი და ჩაიგდონ ხელთ პიროვნების მართვის სათავეები. ისინი არ წარმოიქმნებიან მყისიერად მაგრამ განიცდებიან დიდი ხნის მანძილზე. იბადებიან გულში და იპყრობენ სხეულს . გრძნობები აღიქმება და განიცდება ინდივიდუალურად. ძალიან ძნელია, ზოგჯერ შეუძლებელიც კი გრძნობების ძალით , ხელოვნურად გამოწვევა
ბ. ხოლიგენი გრძნობებს ოთხ კატეგორიად ყოფს
1)      პირველადი გრძნობები
2)      მეორადი გრძნოები
3)      გადმოღებული გრძნობები
4)      მეტაგრძნობები
    პირველადი გრძნობები – ეს ის გრძნობებია რომელიც კონკრეტული მოვლენით არიან გამოწვეულნი და ემთხვევა მათ.  პირველადი გრძნობები ცოცხალია და შიგნით არიან მიმართულნი , ისიინი გამოხატავენ შინაგან მოძრაობას და ყოველთვის იმ სიტუაციის ადეკვატურები არიან რომელშიც წარმოიშვნენ.ეს შეიძლება იყოს სიმპათია , ღრმა სიყვარული , ან ნეგატიური , უსამართლობაზე პასუხი , ახლობლის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი , ან შიში – საფრთხის შემცველ სიტუაციაში. ესეთი გრძნობები გაივლიან დაძაბულობის გარკვეულ რკალში : ისინი წარმოიქმნებიან, იზრებიან ,  ჩუმდებიან და ქრებიან. მსგავსი გრძნობები შეიძლება ღია თვალებით განვიცადოთ, ამავდროულად შევინარჩუნოთ კონტაქტი შინაგან მესთან. ინდივიდი განიცდის პირველად გრძნობებს მთლიანად, ბოლომდე რჩება ღია ახალი გამოცდილების მისაღებად, ახალი აღქმისთვის .
მეორადი გრძნობები – შორს შინაგანი მოძრაობა
მეორადი გრძნობები ეყრდნობა შინაგან ხატებს და არა რეალობას. რადგანაც ამ გრძნობის ძალა შინაგანი ხატიდან მოდის საჭირო ხდება თვალების დახუჭვა .  მაგალითად: თუ ბავშვს დარღვეული აქვს მისთვის მნიშვნელოვან, საყვარელ  ადამიანთან  კონტაქტი, ხშირად და დიდი ხნით, მაშინ დიდი ალბათობით დგება პერიოდი როდესაც უძლურება იმარჯვებს. შემდგომში ბავშვი აღარ ცდილობს ემოციური კონტაქტის დამყარებას მისთვის მნიშვნელოვან ადამიანთან , თითქოს იღებს გადაწყვეტილებას აღარასდროს მიაყეოს თავს მსგავსი ტიპოს ტკივილი.
გადმოღებული გრძნობები ეს სხვისი გრძნობებია , მაგალითად იდენტიფიკაციის შემთხვევაში.  ეს გრძნობები დაკოპირებული, გადმოღებულია ოჯახური სისტემიდან.
მეტაგრძნობები– უმაღლესი გრძნობები, გრძნობები ემოციის გარეშე . მოქმედების ძალა .
დავუბრუნდეთ მეორეულ გრძნობებს: როგორ იქმნება შინაგანი ხატი, რომელზეც ეს გრძნობები ეყრდნობიან? რა ხდება მეორეულ და პირველად გრძნობებს შორის? ზოგადად რა არის გრძნობა და რა არი ემოცია? მათი დახარებით ჩვენ ვრეაგირებთ სამყაროზე,
ჩვენ აღვიქვამთ საკუთარ თავს , საკუთარ საზღვრებს, საკუთარ რეაქციებს  ვიღებთ ინფორმაციას როგორც შინაგან  სამყაროზე და მის ობიექტებზე, ასევე საკუთარ თავზე , ჩვენ რეაქციებზე და მათ გამოვლინებებზე.
გრძნობა- ეს ცვლილებაა, მოძრაობა , ეოციეური ეფერის მქონე უკუკავშირი შინაგანი და გარე სამყაროს თანხვედრაზე.  ჩვენ ვიღებთ ინფორმაციას უშუალოდ აღქმაზე.
    ადამიანი გარე სამყაროსთან ურთიერთობისას იღებს პირველად გრნობებს ,სტიმულს და ის ჯერ კიდევ არაფრით არ არის შეფერადებული : არც ემოცია , არც აზრები -ის ჭეშმარიტა. შემდეგ, ეს პირველადი გრძნობა გადადის გრძნობებსა და შეგრძნებებში , ფერადდება ემოციით , განიცდება სხეულით ,ორგანიზმით, შემდეგ აღწევს ცნობიერ ნაწილამდე და ხდება გააზრება. მხოლოდ ამ ფაზების გავლის შემდეგ იწყება ტვინის მუშაობა , ადამიანის კოგნიტური ფუნქციონირება, შეგვიძლია მივაწეროთ აზრები, მნიშვნელობა, წარმოვქნმათ მიზეზ-შედეგობრივი ჯაჭვი, შევაფასოდ და ა.შ.  თუ ადამიანი გარე სამყაროსთან ურთიერთობისას იღებს მატრამვირებელ გამოცდილებას , სავარაუდოდ მას ჩამოუყალიბდება მეორეული ხატები , რომლებიც სავსე იქნება ამ მტკივნეული გამოცდილებით. რაც მყარად იდგამს ფესვებს და მსგავსი შეხედულებებსის შეცვლა საკმაოდ ძნელია. სამომავლოდ ისინი დიდ გავლენას ახდენენ რეალობის აღქმაზე.
მაგალითად  : თუ გარე სამყაროსთან ურთიერთობისას ადამიანს  ჩამოყალიბდა „აზრთწარმოქმნა“- <სიყვარული-ტკივილია > ანუ როდესაც ის იღებდა სიყვარულის ნიშანს და ეს გვრიდა მას ტკივილს და მატრამვირებელ განცდებს , ყოველი შემდგომი სტიმული რომელიც სიყვარულს შეეხება ამ ადამიანის მიერ იქნება აღქმული როგორც ტკივილი. მსგავს ხატებსა და „აზრთწარმოქმნებს“ აქვთ რეალობის დამახინჯების შესაძლებლობა. არ არის გასაკვირი რომ ეს ადამიანი შესაძლოა გაურბოდეს ემოციურ კონტაქტს იმ ხალხთან რომლებიც წრფელ გრძნობებს დაანახებენ მას.
  ჩამოყალიბებულ „აზრთწარმოქმნებს“ აქვთ ძალა დაბლოკონ პრველადი, რეალური გრძნობები, ინდივიდის მატრამვირებელი განცდებისგან დასაცავად .
ავტორი ირმა კვაჭაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები