„თქვენი დამსახურებაა დღევანდელი სიცოცხლის გაგრძელება“ – მოქალაქე მაშველებსა და ექიმებს მადლობას უხდის
სოციალურ ქსელში ერთ-ერთი „ფეისბუქ“-მომხმარებელი პოსტს აქვეყნებს, სადაც ის მეხანძრე-მაშველებს და ექიმებს მოქალაქისთვის აღმოჩენილი დახმარებისთვის და მისი გადარჩენისთვის მადლობას უხდის.
„მადლობა იმდენად უმნიშვნელოა დღევანდელი გადარჩენილი სიცოცხლისთვის… მადლობას ვუხდი პირველ რიგში ხულოს სახანძრო სამაშველოს უფროსს ბატონ ლევან დეკანაძეს და მის გმირ ბიჭებს.. თქვენი დამსახურებაა დღევანდელი სიცოცხლის გაგრძელება.. მადლობა და უდიდესი მადლიერება ექიმს შორენა ბოლქვაძეს და ირაკლი სურმანიძეს.. თქვენ ჩვენი იმედი ხართ.. დროულად გამოწვდილი ხელისთვის ჩვენი ოჯახის მადლიერება … თქვენი დახმარებით მრავალსულიან ოჯახს აჩუქეთ სიცოცხლის გაგრძელება.. მადლობა გმირ მაშველებს და სამაგალითო ექიმების და მედპერსონალის გუნდს.. ეხლა კარგადაა მეგობრებო…“, – წერს ინგა შავაძე.