რუსი მეცნიერი: მაპატიეთ, რომ ქვეყანა, რომლის მოქალაქეც ვარ, ჩემი ბავშვობის ზღაპრულ ქვეყანას ემტერება

რუსი მეცნიერი, გამომგონებელი და აშშ-ში რამდენიმე წარმატებული სტარტაპის მფლობელი ილია ოსიპოვი საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობებს ეხმიანება და სოციალურ ქსელში საქართველოზე პოსტს აქვეყნებს.

“საქართველო ჩემი საყვარელი ქვეყანაა. ქვეყანა ჩემი ბავშვობიდან. ჩემს საბჭოთა ბავშვობაში, ჩემს ინჟინერ მშობლებს ყოველ წელს ჩამოვყავდი საქართველოში. ბათუმი, სოხუმი, შავი ზღვა – ეს ჩემი ბავშვობის მოგონებებია, ყველაზე თბილი და პოზიტიური. მახსოვს ბათუმის ბაზარი – მჟავეულობა, უზარმაზარი პამიდვრები, კვიპაროდები, მაგნოლიები, ახალი ათონის მღვიმე…

ერთხელ მოქანდაკესთან ვიყავით სტუმრად, მის სახელოსნოში. ჩრდილოელი, ძალიან ინტელიგენტი ადამიანი აჩვენებდა ჩემს მშობლებს თავის ნამუშევრებს, მე კი, 7 წლის ბიჭი, ვიდექი და ვუყურებდი. მამაჩემი მთავარი ინჟინერი იყო და მალევე იპოვა საერთო ენა ამ ადამიანთან. შემდეგ ის მშობლებს ღვინით გაუმასპინძლდა. რატომღაც არ მახსოვს ხმები, მხოლოდ სურათები, ბავშვობის სურათები მახსოვს.

ახლა, ოჯახთან ერთად, სან-ფრანცისკოში ვცხოვრობ, თუმცა რუსეთის მოქალაქე ვარ. მე გამომგონებელი და მეცნიერი ვარ, რამდენიმე პატენტისა და გამოგონების, ასევე წარმატებული სტარტაპის მფლობელი და ძალიან მტკივა, რომ ის ქვეყანა, რომლის მოქალაქეც ვარ, ჩემი ბავშვობის ზღაპრულ ქვეყანას ემტერება. მაპატიეთ!”- წერს ოსიპოვი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები