ქართულ-ფრანგული ტრიო – “მოტივტივე ტალღა” – დავით ხოსიტაშვილი ახალი ალბომით მსმენელის წინაშე 17 ივლისს წარდგება

მუსიკოსმა დავით ხოსიტაშვილმა მსმენელს ახალი მუსიკალური ალბომი – invitation aux voyages, ანუ “მიპატიჟება მოგზაურობაში” წარუდგინა. ალბომში, რომელიც “საავტორო სტუდიაში” ჩაიწერა, 10 კომპოზიციაა შესული და ყველა მათგანი ფრანგულ ენაზეა. უფრო დეტალურად ალბომის, მუსიკალური ჯგუფისა და სამომავლო კონცერტის შესახებ მუსიკოსი “კვირას” ესაუბრა.

ფრანგულენოვანი ტრიო – La Courbe Flottante, ანუ, ქართულად, რომ ვთქვათ, “მოტივტივე ტალღა”, ორი წლის წინ შეიქმნა და სამ ადამიანს: თამუნა მგალობლიშვილს, დავით ხოსიტაშვილსა და ვარდან პარემუზიანს აერთიანებს. როგორც მუსიკოსი დავით ხოსიტაშვილი ამბობს, აღნიშნულ ტრიოში დაკვრა მისთვის საინტერესო გამოცდილებაა, რადგან მსგავსი ჟანრის მუსიკაში აქამდეც უმუშავია.

“ძალიან მიხარია, რომ ამ ტრიოში მიწევს დაკვრა, რადგან ბევრი კარგი რამის მომცემია ეს ჩემთვის, ჩემს შემოქმედებას ავსებს”, – ამბობს მუსიკოსი.

“რაც შეეხება, უშუალოდ, ამ ალბომს – მას invitation aux voyages, ანუ “მიპატიჟება მოგზაურობაში” დავარქვით. საკმაოდ საინტერესო გამოვიდა. 10 კომპოზიციაა სულ ალბომში და ყველა მათგანი ფრანგულ ენაზეა”, – აღნიშნავს დავით ხოსიტაშვილი.

ჯგუფი “მოტივტივე ტალღა” მსმენელს ახალ ალბომში შესულ კომპოზიციებს 17 ივლისს “ბექსთეიჯ 76-ში” წარუდგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები