გერმანიის სახელმწიფო მინისტრი: აღმოსავლეთ ევროპა არ არის პუტინის უკანა ეზო

“ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას”, – ამის შესახებ გერმანიის სახელმწიფო მინისტრმა ევროპის საკითხებში მიხაილ როთმა განაცხადა. მან საქართველოს რუსეთ-საქართველოს შორის არსებული რთული ურთიერთობის მოგვარებაში თანადგომა გამოუცხადა.
„მკაფიოდ მინდა განვაცხადო, რომ აღმოსავლეთ ევროპა არ არის ბატონი პუტინის უკანა ეზო. სხვა მხრივ, რუსეთი რჩება ჩვენს მეზობლად და ჩვენ გვჭირდება ღია, გულწრფელი, თუმცა ასევე კონსტრუქციული დიალოგი რუსეთთან, რათა მოვაგვაროთ არსებული დავები. კარგი შესაძლებლობა მოგვეცა ყველა ჩვენგანს, მკაფიოდ დავაფიქსიროთ, რომ ჩვენ ერთი ევროპული ოჯახი ვართ და ჩვენ ერთნი ვართ. ვიცი, რომ თქვენს ქვეყანაში ბევრ ახალგაზრდას უყვარს ევროკავშირი და სურს ამ უნიკალური წარმატების ისტორიის ნაწილი გახდეს. ევროკავშირი, პირველ რიგში, არის საერთო ღირებულებების ერთიანობა, ეს არ არის მხოლოდ ერთიანი ბაზარი. სწორედ ამიტომ დემოკრატია, კანონის უზენაესობა, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ეთნიკური, რელიგიური, კულტურული და ასევე სექსუალური უმცირესობისადმი პატივისცემა არის ყველა ჩვენგანისთვის საკვანძო პრინციპი. მსურს მოვუწოდო სამოქალაქო საზოგადოებას, რომ იყოს ამ პროცესების ძირითადი ნაწილი. წარმომიდგენია რამდენად დამღლელია ეს ადამიანებისთვის. ტრანსფორმაცია არის გრძელი და უსწორმასწორო გზა, თუმცა ბოლოს ეს მაინც ამად ღირს. ეს არის ადამიანების დაახლოების, დემოკრატიის გაძლიერების, სამუშაო ადგილებისა და კეთილდღეობის შექმნის შანსი, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობისთვის. ცალსახად შესანიშნავი შესაძლებლობა მოგვეცა მოსაზრებების გასაცვლელად და იმის ნათელსაყოფად, რომ ევროკავშირი ძალიან დაინტერესებულია აღმოსავლეთ ევროპისა და განსაკუთრებით საქართველოს კეთილდღეობაში, სტაბილურობაში, მშვიდობაში, დემოკრატიულობასა და თავისუფლებაში“, – განაცხადა მიხაილ როთმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები