სალომე ზურაბიშვილი: საქართველო ფსევდოისტორიულ არგუმენტებს საკუთარი თავის გასასამართლებლად არ უყურებს, მას ეს არ სჭირდება

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო დემოკრატიული, მშვიდობიანი, სტაბილური და ევროპული ქვეყანაა, ახლახან  განახლებული დაძაბულობა  რუსეთთან კი, ასევე, გამოხატავს იმას, რომ გადაუჭრელი კონფლიქტები და არსებული მდგომარეობა (status quo) არც პოლიტიკურად არის ქართველებისთვის მისაღები და არც ხანგრძლივ სტაბილურობას უზრუნველყოფს.

“მე მოვუწოდებ ყველას დეესკალაციისკენ, ჩემი შემოთავაზებაა ჟენევის მოლაპარაკებების პოლიტიკურ განზომილებაში აყვანა. მე მწამს, რომ ევროპა უფრო მეტად უნდა ჩაერთოს, რათა ჩვენ მშვიდობიან არჩევანს იმ გამოწვევების მიმართ, რომელსაც ოკუპაციასთან დაკავშირებით ვაწყდებით, მხარი დაუჭიროს. საქართველო ფსევდოისტორიულ არგუმენტებს საკუთარი თავის გასასამართლებლად არ უყურებს, რადგან მას ეს არ სჭირდება. საქართველოს საერთაშორისო სამართლის ნორმები არასდროს დაურღვევია.
საერთაშორისო სამართლის პრინციპები ან რომელიმე ქვეყნის საზღვრების სუვერენიტეტი არასდროს დაურღვევია. ჩვენი სამშვიდობო გეგმა მოქმედებაშია”, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები