KIU 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის მობილობას აცხადებს
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მობილობას 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის. სტუდენტებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სწავლა KIU-ში გააგრძელონ, შეუძლიათ დარეგისტრირდნენ მობილობის მსურველ პირთა ელექტრონულ პორტალზე 25 აგვისტოდან – 9 სექტემბრის ჩათვლით.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე გარე მობილობის ვაკანტური ადგილები 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში შემდეგნაირად არის განაწილებული:
•მათემატიკა & გამოყენებები: ხელოვნური ინტელექტის, სამეცნიერო გამოთვლების, ფინანსური მათემატიკის საფუძვლები (ინგლისურენოვანი პროგრამა) – 4 ვაკანტური ადგილი;
•კომპიუტერული მეცნიერება (ინგლისურენოვანი პროგრამა) – 12 ვაკანტური ადგილი;
•მენეჯმენტი (ინგლისურენოვანი პროგრამა) – 12 ვაკანტური ადგილი.
გარე მობილობა, ასევე, გამოცხადდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამებზე. 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ვაკანტური ადგილები განისაზღვრა შემდეგი სახით:
•ფინანსები და ინფორმაციის მენეჯმენტი (ინგლისურენოვანი პროგრამა) – 8 ვაკანტური ადგილი;
•ჩაშენებული კომპიუტერული სისტემები (ინგლისურენოვანი პროგრამა) – 3 ვაკანტური ადგილი.