კრემლი ტრამპისა და პუტინის პეკინში შესაძლო შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
კრემლმა განაცხადა, რომ პეკინში, სექტემბერში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრას არ გამორიცხავს, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მან დაადასტურა, რომ რუსეთის მმართველი მეორე მსოფლიო ომის დასრულების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად ჩინეთს ეწვევა.
“თქვენ იცით, რომ ჩვენ ვემზადებით პეკინში მოგზაურობისთვის, მაგრამ ჩვენ არ გვსმენია, რომ პრეზიდენტი ტრამპიც მიემგზავრება იქ, პეკინში“, – აღნიშნა პესკოვმა, როდესაც უპასუხა კითხვას, მოსალოდნელია თუ არა ორივე ლიდერის შეხვედრა, მათ შორის, შესაძლოა, სამმხრივ ფორმატში, ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან.
მისივე თქმით, თუ ისე მოხდა, რომ ტრამპი პეკინში იქნება, მაშინ არ არის გამორიცხული, რომ „შეხვედრის ჩატარების მიზანშეწონილობის საკითხი დაისვას“.