სოფელ ზემო ხვედურეთში გზის ასფალტირება დაიწყო
ქარელის მერიის ინფორმაციით, სოფელ ზემო ხვედურეთში გზის ასფალტირება დაიწყო.
მათივე ცნობით, სამუშაოები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
,,ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა გულიაშვლმა, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილე მიხეილ ფავლენიშვილთან ერთად დაათვალიერა სოფელ ზემო ხვედურეთში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიმდინარე სამუშაოები.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 700 მეტრამდე ასფალტბეტონის საფარის , სანიაღვრე არხის, მიერთებებისა და ეზოში შესასვლელების მოწყობა.
სამუშაოები სრულდება რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით.
პროექტს ახორციელებს ამხანაგობა „გზა 2023″,- წერია ინფორმაციაში.