გერმანია და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინას „რაც შეიძლება მალე“ გადასცემენ „პატრიოტის“ ხუთ საზენიტო სისტემას
შეერთებულმა შტატებმა და გერმანიამ მიაღწიეს შეთანხმებას უკრაინისთვის „პატრიოტის“ ტიპის ხუთი საჰაერო თავდაცვის სისტემის მიწოდების შესახებ, რომლებიც რაც შეიძლება მალე უნდა იყოს ბრძოლის ველზე.
აღნიშნულის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის (UDCG) რამშტაინის ფორმატის 29-ე შეხვედრის დასაწყისში განაცხადა, რომელიც ორშაბათს, 21 ივლისს, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის თავმჯდომარეობით გაიმართა.
„გასულ კვირას, ვაშინგტონში ჩემი ვიზიტის დროს, მე პიტ ჰეგსეთთან შევთანხმდი, რომ გერმანია ხელს შეუწყობდა უკრაინისთვის სასწრაფოდ საჭირო ხუთი „პატრიოტის“ სისტემის სწრაფ მიწოდებას.
გერმანია დამატებით საჰაერო თავდაცვის სისტემებს და საჭირო საბრძოლო მასალას უზრუნველყოფს“, – განაცხადა პისტორიუსმა.