რაულ ქირიამ “ევროპის უნივერსიტეტის” ახლად არჩეულ თვითმმართველობასთან სამუშაო შეხვედრა გამართა
“ევროპის უნივერსიტეტის” ვიცე-რექტორმა რაულ ქირიამ, ახლად არჩეულ თვითმმართველობის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მომდევნო სასწავლო წლის მანძილზე დაგეგმილ ღონისძიებებზე, ასევე, იმსჯელეს მასშტაბური მულტიკულტურული ღონისძიების ჩატარების შესახებ.
თვითმმართველობის წევრებმა თავის მხრივ წარმოადგინეს იდეები, რომელიც უცხოელი სტუდენტების კულტურულ ინტეგრაციას შეეხება და გულისხმობს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გაცნობას, მთელი ქვეყნის მასშტაბით.
მსგავსი ტიპის შეხვედრები უნივერსიტეტში სისტემატურად იმართება, რომელიც სტუდენტთა საჭიროებებზეა ორიენტირებული.