სოფიო ქაცარავამ ბულგარეთის ვიცეპრემიერსა და საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა გამართა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში – „საქართველოს ევროპული გზა” მონაწილეობს, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის დაფუძნების 10 წლისთავს ეძღვნება.
როგორც “კვირას” პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, სოფიო ქაცარავა მართლმსაჯულების რეფორმების საკითხებში ბულგარეთის ვიცეპრემიერსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, ეკატერინა ზაჰარიევას შეხვედა.
შეხვედრის მთავარი თემა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა, მისი მნიშვნელობა, ბოლო 10 წლის განმავლობაში არსებული მიღწევები და სამომავლო გეგმები იყო. ეკატერინე ზაჰარიევას განცხადებით, საქართველო არის ევროპის ნაწილი, რომელსაც ძალიან კარგი შედეგები აქვს.
შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს საქართველო-ბულგარეთს შორის არსებული მჭიდრო პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები