ბორჯომში სტიქიას მამაკაცი ემსხვერპლა

ბორჯომის რაიონის სოფელ დვირში სტიქიას ერთი მამაკაცი ემსხვერპლა. ადგილობრივების თქმით, ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე საკირულა ადიდდა. ადიდებულმა მდინარემ მურმან ლომსაძის ეზოს ნაწილი წაიღო, რა დროსაც წყალმა სახლის მეპატრონეც იმსხვერპლა. მდინარე საკირულამ ასევე დააზიანა ადგილობრივთა საკარმიდამო ნაკვეთები და გზებიც. ძირითადად, დაზარალნენ დგვარის, საკირეს, დვირისა და ტაძრისის მცხოვრებლები. არსებობს საშიშროება, რომ წყალმა ამ სოფლების დამაკავშირებელი გზაც მოშალოს. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის დიმიტრი ბერიძის განცხადებით, ტექნიკა უკვე მუშაობს, რომ სამი სოფელი: ტაძრისი, საკირე და დგვარი მუნიციპალიტეტს არ მოწყდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები