”შერატონ მეტეხი პალასში” საქართველოში ქალთა უფლებრივი მდგომარეობის თემაზე შეხვედრა გაიმართება

14 ივნისს, 11 საათზე, სასტუმროში ”შერატონ მეტეხი პალასში” გაიმართება ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა „ქალები პოლიტიკაში – ახალი დღის წესრიგი”. შეხვედრის მთავარი თემა საქართველოში ქალთა უფლებრივი მდგომარეობა იქნება. კერძოდ, ქალთა მიმართ ძალადობა და გადაწყვეტილების მიმღებ დონეზე ქალთა იგნორირება.
შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფი ახალ დღის წესრიგს წარმოადგენს.
ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდელო ორგანოების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, სახალხო დამცველის აპარატი, “გავიმარჯვოთ ქალებთან ერთად – სამოქმედო გეგმის’’ ხელმომწერი პოლიტიკური პარტიების ლიდერები, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.
სამუშაო ჯგუფი – ”ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა საქართველოში” 2014 წლის თებერვალში შეიქმნა. მისი მთავარი მიზანია ერთობლივი პლატფორმის შექმნა გადაწყვეტილების მიმღებ დონეზე ქალთა მონაწილეობის გაზრდის მიზნით. შეხვედრა ორგანიზებულია არასამთავრობო ორგანიზაციების: ქალთა საინფორმაციო ცენტრის, გენდერული თანასწორობის ქსელის, ”გენდერული სამართლიანობის” და ”საფარის” მიერ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები