დუმამ საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დაწესების რეკომენდაცია გასცა
რუსეთის სახელმწიფო დუმამ ქვეყნის მთავრობას საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დაწესების რეკომენდაცია მისცა.
დოკუმენტში, რომელსაც ყველა ფრაქციამ დაუჭირა მხარი, რუსი დეპუტატები კატეგორიულად გმობენ “საქართველოში უწყვეტ ანტირუსულ პროვოკაციებს” და მთავრობას ეკონომიკური სანქციების მიღებას ითხოვენ.
საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური ზომების მიღების მომხრე 412 კანონმდებელი იყო. დუმის ქვედა პალატამ მინისტრთა კაბინეტს სთხოვა, რომ შესაბამისი წინადადება ქვეყნის პრეზიდენტს წარუდგინოს.
დუმას მიმართვას კრემლში უკვე გამოეხმაურნენ და ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, სანქციებთან დაკავშირებით გადაწყეტილება ჯერ არ მიუღიათ.