სალომე ზურაბიშვილი: მივმართავ რუსეთის ხელისუფლებას, ჩვენი მშვიდობიანი პოლიტიკა არის ერთადერთი გზა

„მივმართავ რუსეთის ხელისუფლებას, არ აჰყვეს ესკალაციას, ჩვენი მშვიდობიანი პოლიტიკა არის ერთადერთი გზა“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, პარადოქსი იქნება, თუ რუსეთი რადიკალური ძალებისგან დაწყებულ პროვოცირებას უპასუხებს.
„მივმართავ რუსეთის ხელისუფლებას, არ აჰყვეს ესკალაციას, პარადოქსი იქნება თუ მეზობელი ქვეყანა, მისივე დახასიათებით რადიკალური ძალებისგან წამოწყებულ პროვოცირებას უპასუხებს და ამით გარკვეული ძალების დესტრუქციულ მიზნებს შეუწყობს ხელს. აქვე  ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჩვენი მშვიდობიანი პოლიტიკა არის ერთადერთი გზა შიდა რეგიონში სტაბილურობის შესანარჩუნებლად“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა რუსეთში მცხოვრებ ქართველებსაც მიმართა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა მათ მშვიდად ცხოვრება შეძლოთ.
„მივმართავ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ რუსეთში – მე თქვენი პრეზიდენტი ვარ და თქვენი კეთილდღეობა ჩვენთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცი, რომ ხელისუფლება ცდილობს გააკეთოს ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეძლება ამ მოცემულ ვითარებაში, რათა გააგრძელოთ მშვიდად და სტაბილურად ცხოვრება.
და ბოლოს, მივმართავს ჩვენს სტუმრებს, საქართველო ისტორიულად ტოლერანტობის სიმბოლოა და არ დავუშვებთ, რომ ეს ტრადიცია დაირღვეს, ქვეყნისთვის ყველაზე დაძაბულ პერიოდშიც კი არ მომხდარა არცერთი ინციდენტიც კი, რომელიც საფრთხეს შეუქმნიდა საქართველოში მცხოვრებ უცხოელ მოქალაქეებს თუ უცხოელ სტუმრებს – ეს ასე გაგრძელდება“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები