გია ვოლსკი: საპარლამენტო არჩევნების წინ ბევრი პოლიტიკური ძალა გამოჩნდება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, გია ვოლსკი საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების თაობაზე ”თი-ბი-სი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილებას ეხმაურება. როგორც მან აღნიშნა, 2020 წლისთვის ბევრი პოლიტიკური ძალა გამოჩნდება. მისივე შეფასებით, მთავარია, რეალური პოზიცია ჩამოყალიბდეს სახელმწიფოსა და მისი ინტერესების მიმართ.
​“საპარლამენტო არჩევნების წინ ბევრი პოლიტიკური ძალა გამოჩნდება, აკრეფს პოპულარობას და იქნება ანგარიშგასაწევი როგორც ხელისუფლებისთვის, ასევე, ზოგადად, პოლიტიკურ ველზე მოასპარეზეებისთვის. მთავარია, რეალური პოზიცია ჩამოყალიბდეს სახელმწიფოსა და მისი ინტერესების მიმართ, ამის შესახებ გავიგოთ და საფუძვლიან მსჯელობის შესაძლობლობა მოგვეცეს. არაფერი ისეთი სიახლე, რაც ბოლო წლების განმავლობაში საზოგადოებას პოლიტიკურ ასპარეზზე არ უნახავს, არ იქნება“, – აღნიშნა ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.
​ცნობისათვის, მამუკა ხაზარაძე სექტემბერში ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები