ზაზა გაბუნია დეცენტრალიზაციის რეფორმის საკითხზე არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდება

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ზაზა გაბუნია დეცენტრალიზაციის რეფორმის საკითხზე ამ სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებს შეხვდება.
ექსპერტები ზაზა გაბუნიას, როგორც კომიტეტის თავმჯდომარესა და დეცენტრალიზაციის სტრატეგიის განმხილველი საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელს, საკუთარ რეკომენდაციებს წარმოუდგენენ თვითმმართველი ერთეულების როლის გაზრდაზე საჯარო საქმეების მნიშვნელოვანი ნაწილის მოგვარებაში და ადგილობრივი თვითმმართველობის უზრუნველყოფაზე შესაბამისი მატერიალური და ფინანსური რესურსებით.
შეხვედრაზე სანდო, ანგარიშვალებული, გამჭვირვალე და შედეგზე ორიენტირებული თვითმმართველობის ჩამოყალიბების საკითხებსა და მექანიზმების განიხილავენ, რომელიც სტრატეგიის განხორციელებისა და მონიტორინგის შეფასების პროცესში უნდა იქნას გამოყენებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები