ალექსანდრე ზაზარაშვილი უკრაინული მუსიკალური შოუს – საბავშვო „ვოისის“ გამარჯვებულია

 12 წლის ალექსანდრე ზაზარაშვილი უკრაინული მუსიკალური შოუს – საბავშვო „ვოისის“ გამარჯვებული გახდა.
სიმღერა, რომელიც ალექსანდრემ ფინალში იმღერა და საბოლოოდ გაიმარჯვა კიდეც, სელენ დიონის ჰიტი „ოლ ბაი მაისელფ“ იყო.
ალექსანდრე ზაზარაშვილი მსოფლიოს მასშტაბით პროექტ „ვოისის“ საუკეთესო მომღერლების რეიტინგში შეიყვანეს.ალექსანდრე ზაზარაშვილი საქართველოს პირველი არხის მუსიკალური საბავშვო პროექტის, „რანინას“ მონაწილე იყო. ის „რანინას“ კონკურსში 2018 წელს მონაწილეობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები