გია ვოლსკი: არჩევნები ისაა, რაც სახელმწიფოში სტაბილურობის ფორმატს განსაზღვრავს

“თუ ჩვენ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ვთავაზობთ, ეს არც დათმობას ნიშნავს და არც პოლიტიკური ფანდია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით,არჩევნები ისაა, რაც სახელმწიფოში სტაბილურობის ფორმატს განსაზღვრავს.
„არჩევნები ისაა, რაც სახელმწიფოში სტაბილურობის ფორმატს განსაზღვრავს. ამას სხვა ალტერნატივა არ გააჩნია. თუ ჩვენ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ვთავაზობთ, ეს არც დათმობას ნიშნავს და არც პოლიტიკური ფანდია. ეს აუცილებლობაა, რომელსაც 2014 წელს ვხედავდი, თუმცა დღევანდელი ვითარება გვკარნახობს, რომ პარლამენტსა და მმართველობით სტრუქტურებში წარმოდგენილი უნდა იყოს საზოგადოების მთელი სპექტრი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მშვიდობა არ იქნება. ამხელა გამოწვევების წინაშე მდგარ ქვეყანას სჭირდება მშვიდობა სტაბილურობა განვითარებისთვის. სხვა ალტერნატივა არ არსებობს, ოპონენტმა რაც უნდა ილაპარაკოს და ხმამაღალი განცხადებები აკეთოს, ამ საკითხს მარტო არც ბიძინა ივანიშვილი წყვეტს, არც ლოგიკა და რეალობა მიუთითებს იმაზე, რომ სხვა გზა კიდევ არსებობს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები