გია ვოლსკი: პარლამენტში შემოჭრის მცდელობა ჩვენ თვალწინ მიმდინარეობდა, ეს ყველამ დავინახეთ

“გამოძიების საკითხებში პოლიტიკური განცხადებებით შეჭრა დამაზიანებელია ქვეყნისთვის. გამოძიება, ისევე, როგორც სასამართლო პროცესი, მაქსიმალურად გამჭვირვალე და ობიექტური უნდა იყოს, რის შემდეგაც შეიძლება განცხადებები”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ 20-21 ივნისის მოვლენების თაობაზე განუცხადა.
რაც შეეხება ამბოხის მცდელობას – ვოლსკის თქმით, პარლამენტის შეჭრის მცდელობა ყველამ დაინახა.
“პარლამენტში შემოჭრის მცდელობა ჩვენ თვალწინ მიმდინარეობდა. ეს ყველამ დავინახეთ და ამის უარყოფა შეუძლებელია. პირიქით რომ ვილაპარაკოთ, ეს ფაქტია, რაც მთელმა მსოფლიომ იხილა. რა ძალებით ხდებოდა, რამდენად ორგანიზებული იყო და ვინ ედგა ამას სათავეში, ეს გამოძიების კომპეტენციაა და არა – პოლიტიკური განცხადებების ავტორების”, – განაცხადა ვოლსკიმ.​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები