ია მეტრეველი: „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც დამნაშავე პარტია, უნდა აიკრძალოს და გამოცხადდეს რეჟიმად
„ნაციონალური მოძრაობა“, როგორც დამნაშავე პარტია, უნდა აიკრძალოს და გამოცხადდეს რეჟიმად“, – ეს განცხადება ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების შეფასებისას გააკეთა.
მისი თქმით, სწორედ სააკაშვილის რეჟიმის გადმონაშთი სპეცრაზმელები არიან ისინი, ვინც დამიზნებით ესროდნენ.
„ყველგან არიან ეს ნარჩენი დამნაშავეები ისევ, განსაკუთრებით – ძალოვან სტრუქტურებში და ეს აისახა სწორედ. აი, ის სპეცრაზმელები… როგორც კი დავინახე, რომ დამიზნებით ესროდნენ და თვალები ამოეთხარათ ახალგაზრდებს, სწორედ სააკაშვილის რეჟიმის გადმონაშთი სპეცრაზმელები არიან ისინი. ჩვენ ვიხილეთ ვიდეოც, როგორ მოუწოდებს სააკაშვილი და როგორ ესაუბრება სპეცრაზმს. ამიტომ უნდა გაიწმინდოს. თქვენ კითხვა დასვით: როგორ უნდა დამთავრდეს ეს და იცით, როგორ? „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც დამნაშავე პარტია, უნდა აიკრძალოს და გამოცხადდეს რეჟიმად. ირმა ინაშვილმა რომ შეიტანა პარლამენტში მოთხოვნა, ეს უნდა დაკმაყოფილებულიყო, დღეს ამ უბედურებას ავცდებოდით და თვალებდათხრილი ახალგაზრდები არ გვეყოლებოდნენ“, – განაცხადა ია მეტრეველმა