გრიგორი კარასინი: ჟენევის დისკუსიებზე არ არის რთული ვითარება, ვითარება რთულია საქართველოში

ჟენევის დისკუსიებზე არ არის რთული ვითარება, ვითარება რთულია საქართველოში, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა, ქართველ ჟურნალიტებს განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოსთან მიმართებით რუსეთი სანქციებს არ ახორციელებს და ეს მათი მხრიდან ადეკვატური პასუხია.

„სამწუხაროა, რომ ამ პოლიტიკურმა ბრძოლამ ასე ამოხეთქა ანტირუსულ განწყობებში, მაგრამ ეს ყველაფერი მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს ჟენევის დისკუსიაზე, რომელიც ძირითადად, ტრადიციულ თემებს ეძღვნება – ეს არის სიტუაცია სასაზღვრო ზონებში, ინციდენტების რაოდენობა, იმ ფაქტორების ლიკვიდაცია, რამაც შესაძლოა, სიტუაცია გაართულოს, ჰუმანიტარული საკითხები.

განსაკუთრებულს არაფერს ველოდები. რაც შეეხება შეზღუდვებს, ამას სანქციებს ვერ დავარქმევდი, ეს არის ადეკვატური პასუხი იმ პოლიტიკურ უხეშობაზე, რომელიც ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ გამოვლინდა“, – განუცხადა გრიგორი კარასინმა ქართველ ჟურნალისტებს.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 48-ე რაუნდი დღეს იმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები