დონეცკის ოლქში 300-ზე მეტი ტერორისტი გაანადგურეს

დონეცკში სპეცოპერაციის აქტიური ფაზა გრძელდება. განადგურებულია 300-ზე მეტი „ბოევიკი“. უკრაინის ანტიტერორისტული ოპერაციის ძალებმა დონეცკის ოლქში დღევანდელი სპეცოპერაციისას 300-ზე მეტი ტერორისტი გაანადგურეს. ამის შესახებ Unian-ი იუწყება. ანტიტერორისტული ოპერაციის პრესსპიკერმა ვლადისლავ სილიზნიოვმა კიევში გამართულ ბრიფინგზე განცხადა, რომ ოპერაცია ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში ამ დრომდე გრძელდება.უკრაინელმა ძალოვანებმა ტერორისტებისგან რამდენიმე ბლოკსაგუშაგო გაათავისუფლეს. სპეცოპერაციის დროს მათ გამოიყენეს ავიაცია და მძიმე ტექნიკა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები