არჩილ თალაკვაძე: გიორგი გახარიამ და შს სამინისტრომ რეაგირება მოახდინა იმაზე, რომ გარკვეულმა ძალებმა პროცესების ძალადობრივი სცენარით განვითარება სცადეს

ჯერჯერობით ჩვენს წინაშე არის მოცემულობა, რომ გიორგი გახარიამ და შს სამინისტრომ რეაგირება მოახდინა იმაზე, რომ მშვიდობიანი მანიფესტაციის მეორე ნაწილში გარკვეულმა ძალებმა პროცესების ძალადობრივი სცენარით განვითარება სცადეს და საკონსტიტუციო ინსტიტუტზე შეტევა მიიტანეს, – აღნიშნული განცხადება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, 20-12 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.

მან აქვე აღნიშნა, რომ ასეთ დროს ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში შს მინისტრი და სამინისტრო ვალდებულია იმოქმედოს.

“ეს არის ერთი მოცემულობა. მეორე – ყველანი ვთანხმდებით და საკამათო არ არის, რომ აქ არის პოლიტიკური პასუხისმგებლობის ნაწილი და სამართლებრივი პასუხისმგებლობის ნაწილი. ჩვენ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ავიღეთ. არ ვაპირებთ რომ ეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა ვინმეს გადავაბრალოთ. პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიღებული აქვს “ქართულ ოცნებას” და მმართველ გუნდს. როდესაც საუბარია სამართლებრივ რეაგირებაზე და პასუხისმგებლობაზე, აქაც, როგორც ნახეთ, რეაგირება სახელმწიფომ დაიწყო. ამას ემატება ის, რომ შს მინისტრმა თავად დააფიქსირა ძალიან სწორი და დემოკრატიული პოზიციები, როდესაც მან საჯაროდ განაცხადა პასუხისმგებლობაზეც, გამოძიებაზეც და შეფასება გააკეთა იმ ნაწილზე, რომელიც მისი კომპეტენცია იყო”, – განაცხადა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები