ლორა თორნტონი: ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, რომელი საარჩევნო სისტემა შეესაბამება პოლიტიკურ კონტექსტს

“მე ვმუშაობდი ქვეყნებში, სადაც მოქმედებდა მაჟორიტარული სისტემა. ვმუშაობდი ისეთ ქვეყნებშიც, სადაც მოქმედებდა პროპორციული ან შერეული სისტემა”, – ამის შესახებ ამერიკის „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორმა, ლორა თორნტონმა პროპორციული საარჩევნო სისტემის პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ქართველების გადასაწყვეტია, თუ რომელი შეესაბამება პოლიტიკურ კონტექსტს.
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით რეკომენდაციებს წარადგენდა მრავალი წლის განმავლობაში. როგორც იცით, ჩვენ ვახორციელებთ სადამკვირვებლო მისიებს. რა თქმა უნდა, არასდროს ვაცხადებდით, თუ რომელი ტიპის სისტემა უნდა დაამტკიცოს საქართველომ, თუმცა ჩვენ ხელს ვუწყობთ პროცესს. ასე რომ, ჩვენთვის მთავარ საზრუნავს წარმოადგენს იმის უზრუნველყოფა, რომ პროცესი იყოს ღია, წარმოდგენილი იყო მრავალი ხმა, პროცესში ჩართული იყოს ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია და სხვა მოსაზრებები. დღეს ჩვენ მოვისმინეთ გარკვეული დაპირებები, რომ ასე იქნება და რომ ეს იქნება დინამიკური და ღია პროცესი“, – აღნიშნა თორნტონმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები