კახა კალაძე: პირველი, რაც გახარიამ უნდა გააკეთოს, არის ის, რომ დროულად მოხდეს გამოძიება, რა ხდებოდა 20 ივნისის ღამეს

„გადატრიალებით, დამხობით, სამოქალაქო დაპირისპირებით ხელისუფლების ცვლილება ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავამთავროთ, ამას ჩვენი ქვეყნისთვის ცუდის მეტი არაფერი მოუტანია“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძე მიიჩნევს, რომ ვინც 20 ივნისს აქციაზე პარლამენტის შენობაზე თავდასხმაში მონაწილეობა მიიღო, ყველა უნდა დაისაჯოს.
„პირველი, რაც გიორგი გახარიამ უნდა გააკეთოს, არის ის, რომ დროულად მოხდეს გამოძიება, რა ხდებოდა 20 ივნისის ღამეს. როგორ ხდებოდა მოწოდებები, როგორ იყო ინიცირებული პარლამენტის შენობაზე თავდასხმა. ეს იყო ძალიან მძიმე და ყველა უნდა დაისაჯოს, ვინც ამ პროცესში მიიღო მონაწილეობა. გადატრიალებით, დამხობით, სამოქალაქო დაპირისპირებით ხელისუფლების ცვლილება ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავამთავროთ, ამას ჩვენი ქვეყნისთვის ცუდის მეტი არაფერი მოუტანია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები