„მოსახლეობის უმრავლესობა მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ როგორი პარლამენტი სურს, იხილოს და რომელი პარტიები უნდა იყვნენ იქ წარმოდგენილნი“

პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე პროპორციულ საარჩევნო სისტემის საკითხთან დაკავშირებულ შეხვედრას მნიშვნელოვანს უწოდებს.
როგორც კალაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობა აუცილებელი იქნება.
„საზოგადოების ჩართულობით იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ 2020 წელს ახალი საარჩევნო სისტემით ჩატარდება არჩევნები, სადაც ყველა პოლიტიკურ პარტიას მიეცემა შესაძლებლობა, წარუდგინოს მოსახლეობას ხედვა. მოსახლეობის უმრავლესობა მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ როგორი პარლამენტი უნდა, რომ იხილოს და რომელი პარტიები უნდა იყვნენ წარმოდგენილნი პარლამენტში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები