ირაკლი კობახიძე: დარწმუნებული ვარ, ჩვენი ძალისხმევით შესაძლებელი გახდება პარტიული სისტემის სწრაფი განვითარება

“პროპორციულ სისტემაზე გადასვლა არის გამოწვევა თავისი არსით, პროპორციული სისტემის ფუნქციონირება პოლიტიკური სისტემის მუდმივ განვითარებას საჭიროებს”, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის ის პასუხისმგებლობა, რომელიც პოლიტიკურმა პარტიებმა, არასამთავრობო სექტორმა, ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებმა ერთად უნდა აიღონ.
„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ძალისხმევით შესაძლებელი გახდება პარტიული სისტემის სწრაფი განვითარება. ეს შესაძლებელს გახდის პოლიტიკური სისტემის სათანადო ფუნქციონირებას პროპორციული სისტემის პირობებში. კანონპროექტი, რომელიც არის ინიცირებული პარლამენტში, არის ლაკონიური. კანონპროექტს ხელს აწერს ასამდე დეპუტატი საპარლამენტო უმრავლესობიდან. ამ კანონპროექტის მიღებას სჭირდება პოლიტიკური პარტიების კონსენსუსი. ჩვენ გვაქვს იმედი და ვართ მოწოდებული, ხელი შევუწყოთ ამ კონსენსუსის ჩამოყალიბებას საქართველოს პარლამენტში, რათა მოგროვდეს 113 ხმა ამ კანონპროექტის მხარდასაჭერად. რაც შეეხება კანონპროექტის ტექსტს -ს არის საკმაოდ ლაკონიურად მოცემული. მარტივი ფორმულა უზრუნველყოფს, რომ პარტია, რომელიც იღებს, სულ მცირე, ერთ მანდატის მოსაპოვებლად საჭირო ხმების რაოდენობას, ეს არის, დაახლოებით, 0,67% ხმებისა, მიიღებს მანდატს. საქართველოს პარლამენტში დადგენილია ბუნებრივი, ნულოვანი ბარიერი შემდეგი არჩევნებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები