მამუკა მდინარაძე თანაგუნდელებზე: გამოითქვა კრიტიკული აზრიც, თუმცა განსაკუთრებულ სანქციებზე საუბარი არ ყოფილა

ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატულ საქართველოს“ თავმდჯომარემ მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
მდინარაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სხდომაზე იმ დეპუტატების მიმართ სანქციებზე არ უმსჯელიათ, რომლებმაც ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხზე კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, წინასწარი პროგნოზი არ უნდოდა იმას, რომ შეხვედრაზე რაიმე სანქციებზე საუბარი არ იქნებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მთელი მედიასივრცე დღეს ამაზე საუბრობდა.
„სხდომაზე გამოითქვა კრიტიკული აზრი იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც განსხვავებული აზრი გამოხატეს გუნდში, თუმცა განსაკუთრებულ სანქციებზე საუბარი არ ყოფილა. თუმცა, გამოითქვა კრიტიკული აზრი, მათ შორის იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც კონკრეტულ შემთხვევებში აფიქსირებდნენ ხოლმე გუნდის საწინააღმდეგო პოზიციას – ეს გუნდურობის პრინციპს ეწინააღმდეგება“, – აღნიშნა უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები