ზურაბ აბაშიძე: სერგეი გავრილოვი აეროპორტში ვნახე, როდესაც თვითმფრინავი მიფრინავდა, ბოდიშები არ მოგვიხდია

„სერგეი გავრილოვი აეროპორტში ვნახე, როდესაც თვითმფრინავი მიფრინავდა, ბოდიშები არ მოგვიხდია“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მისივე განმარტებით, ის გავრილოვს აეროპორტში მცირე ხნით შეხვდა, როდესაც მას შვეიცარიის საელჩოს წარმომადგენლები აცილებდნენ.
„ზაქარია ქუცნაშვილთან ერთად გავრილოვს არ შევხვედრივარ. მე იგი ვნახე აეროპორტში, როდესაც თვითმფრინავი მიფრინავდა. იმ პერიოდში იქ ვიყავი, ახლო-მახლო. მივედი მასთან, ვნახე, როგორ მიმდინარეობდა მათი გამგზავრება და ძალიან მოკლე საუბარი მქონდა. სულ რამდენიმე ფრაზა იყო გავრილოვთან. ბოდიშები არ მოგვიხდია. მივედი, ვნახე, როგორ მიმდინარეობდა მათი გამგზავრება. შემიძლია, ეს დაგიდასტუროთ. დელეგაცია მიემგზავრებოდა. მას აცილებდნენ შვეიცარიის საელჩოს წარმომადგენლები და რამდენიმე წუთის შემდეგ ის თვითმფრინავით გაემგზავრა“, – განაცხადა აბაშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები