საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შვედეთის ელჩს შეხვდა

არჩილ თალაკვაძემ შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ულრიკ ტიდესტრომთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე, ასევე, შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტზე ისაუბრეს.
არჩილ თალაკვაძემ ელჩს მადლობა გადაუხადა შვედეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მისწრაფების მხარდაჭერისათვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები