დავით ჭიჭინაძე: ადრე თუ გვიან გახარია და ბახტაძე ხელს ივანიშვილს დაადებენ

„ადრე თუ გვიან გახარია და ბახტაძე ხელს ივანიშვილს დაადებენ, ამაში დარწმუნებული ვარ“, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მამუკა ბახტაძე და გიორგი გახარია გუშინდელ ტელეეთერებში ძალიან დამცირებულად გამოიყურებოდნენ.
„ძალიან დაპატარავდა პარლამენტი თავისი შემადგენლობით და ივანიშვილმაც, ალბათ, უკვე დაინახა, რომ ამათ იმედად არ შეიძლება იყო. არსებობს პარლამენტი, არის პოლიტიკური ურთიერთობები და არის ადამიანური ურთიერთობები, მაგრამ ადამიანი, როდესაც პიროვნულში გადადიხარ, იქ უკვე პატარავდები.
ჩვენ გუშინ მოვუსმინეთ პრემიერს, შს მინისტრს და ისინი იმდენად დამამცირებელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, რომ ბოლომდე ისიც კი ვერ თქვეს, რა ევალებოდათ. ისე დაიტოვეს უკან დასახევი გზა, მე დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან ხელს ივანიშვილს დაადებენ“, – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები