იტალიაში მორანდის ხიდი ააფეთქეს (ვიდეო)

იტალიის ქალაქ გენუაში მორანდის ხიდი ააფეთქეს. ექსპერტებმა ერთ წლის წინ ჩამონგრეული ხიდის ბეტონისა და ფოლადის ნარჩენები ააფეთქეს, რომელთა საერთო მასა, საშუალოდ, 4 500 ტონას შეადგენდა.
აფეთქებამდე ახლომდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ათასობით მოსახლის ევაკუაცია განხორციელდა.
აფეთქების შემდეგ, ქალაქში მტვრის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მიმდებარე ტერიტორიაზე წყლის ჭავლებია მობილიზებული.
გენუაში მორანდის ხიდის ნაწილი გასული წლის 14 აგვისტოს ჩამოინგრა. ტრაგედია პიკის საათში მოხდა, როდესაც ხიდზე საცობი იყო და მრავალი მანქანა იმყოფებოდა. ნგრევის შედეგად  43 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები