გია ხუხაშვილი: ბიძინა ივანიშვილს აქვს ისტორიული შანსი, ააცილოს ამ ქვეყანას ის განსაცდელი, რომელიც ელოდება

ბიძინა ივანიშვილს აქვს ისტორიული შანსი, ააცილოს ამ ქვეყანას ის განსაცდელი, რომელიც ელოდება და სწორ, განვითარების გზაზე გაიყვანოს. ამისათვის მან უნდა შეწყვიტოს ეს მარიონეტული თეატრი,- ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, როდესაც მიმართა “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.

მისი თქმით, ამ ქვეყანას სჭირდება კეთილდღეობა,სამართლიანობა და თავისუფლება.

“მინდა მივმართო დღევანდელ პოლიტიკურ ელიტას და ვუთხრა მათ, არც იოცნებონ, რომ ტალახი გესროლონ, იმიტომ, რომ თქვენ არ იკრავთ ტალახს, რომ ეს ტალახი ისევ მათ მოუბრუნდებათ. მე მინდა მათ ვუთხრა, რომ ჩვენი დრო პოლიტიკაში წავიდა, უფრო სწორედ, მიდის. ერთადერთი, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ეს არის,რომ გზა გაგიწმინდოთ, გადმოგცეთ, თუ რამე ვიცითი, გზა დაგილოცოთ და გადმოგაბაროთ ეს ყველაფერი….

და ბოლოს, მინდა მივმართო პირადად, ბიძინა ივანიშვილს, რომ მას ჯერ კიდევ აქვს ისტორიული შანსი, ააცილოს ამ ქვეყანას ის გამსაცდელი, რომელიც ელოდება და სწორ, განვითარების გზაზე გაიყვანოს. ამისათვის მან უნდა შეწყვიტოს ეს მარიონეტული თეატრი, უნდა გამოვიდეს სააშკარაოზე, უნდა გახდეს 2020 წელს სამართლიანი, კონკურენტული არჩევნების გარანტი და წავიდეს. ეს იქნება პირადად, მისი გედის სიმღერა. თუ ის ამ გზას ვერ ხედავს, თუ ვერ ხედავს კარებს, მზად ვარ მივიდე მასთან, ჩავკიდო ხელი, ვაჩვენო ის გზა, ერთად გავიაროთ და ერთად ვიმღეროთ გედის სიმღერა. ეს ქვეყანა ჩვენია”, – განაცხადა ხუხაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები