ყირიმში წართმეულ თვითმფრინავებს პროვოკაციისთვის ამზადებენ

რუსი სამხედროები გეგმავენ უკრაინის ტერიტორიაზე პროვოკაციისთვის „მიგ-29“ ტიპის თვითმფრინავები გამოიყენონ, რომლებიც ყირიმიდან გაიტაცეს. ამის შესახებ სმხედრო-პოლიტიკური კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი დიმიტრი ტიმჩუკი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს. მისი სიტყვებით, ამჟამად იმ საომარი კომპლექტების დატვირთვა და იმ სამხედრო თვითმფრინავების მომზადება მიმდინარეობს, რომლებიც აეროდრომ ,,ბელბეკიდან“ არის გატაცებული.
,,მანამდე რუსეთის მხარემ უკრაინას ყირიმიდან გატაცებული 37 თვითმფრინავი გადასცა, რომლებიც ფაქტობრივად უკვე გამოუსადეგარი იყო. როდესაც საქმე გამართული თვითმფრინავების გადაცემას შეეხო, რუსებმა უარი განაცხადეს“,- წერს ტიმჩუკი. ამჟამად, ,,ბელბეკის“ აეროდრომზე რუსების 9 „მიგ-29“ ტიპის თვითმფრინავია მომზადებული. ამ თვითმფრინავებზე უკრაინული ამოსაცნობი ნიშნებია აღბეჭდილი.
,,ჩვენი მონაცემებით, ამ თვითმფრინავების ნაწილი მზადდება ყირიმის ტერიტორიაზე გამოსაყენებლად, ნაწილს კი რუსეთში, როსტოვის აეროდრომში გადააგზავნიან“, – აცხადებს ტიმჩუკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები