“არ ვფიქრობ, რომ ქართულ საზოგადოებაში არის ვინმე, ვინც თვლის, რომ ადეკვატური იქნებოდა, დღეს მე მივსულიყავი პარლამენტში და მესაუბრა წყალარინების სისტემის განვითარებაზე”

მე არ ვფიქრობ, რომ ქართულ საზოგადოებაში არის ვინმე, ვინც თვლის, რომ ადეკვატური იქნებოდა, დღეს მე მივსულიყავი პარლამენტში და მესაუბრა, თუ როგორ მიმდინარეობს წყალარინების სისტემის განვითარება საქართველოში, ან მესაუბრა სხვადასხვა სოფლის მეურნეობის პროგრამებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც პრემიერის მიერ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენის გადადებას ეხებოდა.
როგორც მთავრობის მეთაურმა განმარტა, მზად არის, შესაბამის დროს მივიდეს პარლამენტში, წარადგინოს სამთავრობო პროგრამა და მიაწოდოს საზოგადოებას ნებიმისერი ინფორმაცია, რაც საჭიროა.
„ეს არის დღე, როდესაც ჩვენმა საზოგადოებამ და პარლამენტის წევრებმა უნდა მიიღონ ინფორმაცია სამთავრობო პროგრამის განხორციელების შედეგებზე და კონკრეტულ ციფრებზე. მე არ ვფიქრობ, რომ ქართულ საზოგადოებაში არსებობს ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ დღეს ამაზე საუბარი იქნებოდა საინტერესო და აქტუალური ჩვენი საზოგადოებისთვის. აქედან გამომდინარე, ყველა სხვა შეფასება არის ძალიან იაფფასიანი პოლიტიკური სპეკულაცია. მე მზად ვარ, როდესაც იქნება შესაბამისი დრო, ნებისმიერ დროს მივიდე საქართველოს პარლამენტში ჩემი კაბინეტის წევრებთან ერთად და წარვადგინო სამთავრობო პროგრამა და მივაწოდო ნებისმიერი ინფორმაცია, რაც საჭიროა. სხვათა შორის, ეს დოკუმენტი ჯერ კიდევ ერთი თვის წინ მიეწოდა პარლამენტს, ამიტომ, ამ საკითხზე ზედმეტი დროის დაკარგვა არ ღირს”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები