“ჩემი კომენტარი იმ მომენტში აჩვენებდა რეალურ სიტუაციას და განწყობას რომ არავინ არ გეგმავდა ძალის გამოყენებას”

„პოლიცია, იძულებული იქნა გამოეყენებინა ძალა ერთადერთი რაც მათ ჰქონდათ – ეს იყო ლეგიტიმური უფლება“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 20 ივნისის მოვლენების შეფასებისას განაცხადა.
„ჩემი კომენტარი იმ მომენტში ნათლად აჩვენებდა რეალურ სიტუაციას და რეალურ განწყობას რომ არავინ არ გეგმავდა ძალის გამოყენებას, მაგრამ მოვლენები იცვლებოდა ელვის სისწრაფით, რამდენიმე იერიში და შეტევა იქნა მიტანილი პოლიციაზე და იმ მომენტში, როდესაც დადგა ეს კრიტიკული მომენტი და პასიური კორდონი ვეღარ აკავებდა ამ აგრესიას, პოლიცია, იძულებული იქნა გამოეყენებინა ერთადერთი რაც მათ ჰქონდათ – ეს იყო ლეგიტიმური ძალა. რამდენიმე ფაზა იყო იერიშის, რომელიც განხორცელდა ამ აგრესიული ძალის მხრიდან ჩვენს პოლიციელებზე. ეს ვიდეოკადრებზე ძალიან კარგად ჩანს და ქართულმა საზოგადობამ ძალიან კარგად იცის“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს, როდესაც მამუკა ბახტაძის განცხადება გავრცელდა, საუბარი იყო იმაზე, რომ: „რეზინის ტყვიები და გაზი „ქართული ოცნების“ ხელწერა არ ყოფილა და არც იქნება“. თუმცა, პრემიერის განცხადების შემდეგ სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების მისამართით, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები