მამუკა მდინარაძე: დღევანდელი პროცესი დასტურია იმისა, რომ სასამართლო ნამდვილად თავისუფალია

„მთელ  დღეს “ნაცმოძრაობამ“ ატყუა საზოგადოება, რომ პარლამენტმა დააპატიმრა ნიკა მელია – ეს უნდა გადაეწყვიტა სასამართლოს, რომელმაც გირაოს შეფარდება გადაწყვიტა“, – ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე  ნიკა მელიასთვის 30 000-ლარიანი გირაოს შეფარდების საკითხს.
მისი თქმით, დღევანდელი პროცესი დასტურია იმისა, რომ სასამართლო ნამდვილად თავისუფალია.
“დღეს “ნაცმოძრაობა” ყველაფერს დააბრალებს მელიას შინაპატიმრობას გარდა იმისა, რაც არის სიმართლე. სიმართლე არის სასამართლოს დამოუკიდებლობა და სიმართლე არის კიდევ ერთი რამ – გუშინ მთელ  დღეს “ნაცმოძრაობამ“ ატყუა საზოგადოება, რომ პარლამენტმა დააპატიმრა ნიკა მელია. ეს უნდა გადაეწყვიტა სასამართლოს, რომელმაც გადაწყვიტა ასე, შეეფარდა გირაო და გარკვეული შეზღუდები. დღევანდელი პროცესით დადასტურდა, რომ სასამართლო ნამდვილად გვაქვს თავისუფალი, მიუხედავად, რამდენიმე წლიანი ანტიპიარისა”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები