ბოჟაძე: არ მინდა, გახარია გადადგეს ისე, რომ არ მოვისმინოთ კითხვებზე პასუხი, რომელსაც საზოგადოება ელის
“ჩემთვის ამ ეტაპზე მიუღებელია, შინაგან საქმეთა მინისტრი თანამდებობიდან ყოველგავრი განმარტებების გარეშე წავიდეს. მინდა, გახარია პარლამენტში მივიდეს და ყველა კითხვას პასუხი გაეცეს”, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე “სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელმა, ლადო ბოჟაძემ განაცხადა.
ბოჟაძე 20-21 ივნისის მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა როგორც ხელისუფლებამ, ისე ოპოზიციამ უნდა აიღოს.
„იმ პროცესებმა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში განვითარდა, აჩვენა, რომ საქართველო ოკუპაციას არასდროს შეეგუება და ეს პოზიცია დააფიქსირა როგორც ხელისუფლებამ, ისე – ოპოზიციამ, რაც ყველაზე მთავარია, დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებულმა და გაზრდილმა ახალგაზრდებმა. ეს ძალიან პრინციპული და მნიშვნელოვანია. სამწუხარო იყო, რაც ვიხილეთ. ჩვენ გვეგონა, რომ 26 მაისი, 7 ნოემბერი და სხვა თარიღები ჩვენს ქვეყანაში აღრ განმეორდებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ვიხილეთ ძალიან მძიმე კადრები და მოვლენები. აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პასუხისმგებლობა ორივე მხარემ აიღოს, როგორც ხელისუფლებამ, ასევე – ოპოზიციამ, უმკაცრესად დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც ძალას გადაამეტა, რის გამოც ამდენი დასახიჩრებული დაშავებული ადამიანი გვყავს.
მომხდარ მოვლენებზე, პირველ ყოვლისა, პასუხისმგებელია ხელისუფლება იმიტომ, რომ ის მართავს ქვეყანას. ასევე, პასუხისმგებელია პოლიტიკური ოპოზიცია, პარტიები, რომლებიც იყვნენ ამ აქციების ორგანიზატორები იმ ახალგზარდებთან ერთად, ვინც სრულიად სამართლიანად გააპროტესტა ოკუაპცია.
რაც შეეხება შინაგან საქმეთა მინსიტრს – ჩემთვის ამ ეტაპზე მიუღებელია, შს მინისტრი წავიდეს ყოველგვარი განმარტებების გარეშე. დღეს ის პრესკონფერნეციას გააკეთებს, თუ ხვალ პარლამენტში გააკეთებს განცხადებას, ანგარიშს, ამას უნდა დაველოდოთ. ვხედავთ, რომ ოპოზიცია ცდილობს, გახარია არ მივიდეს პარლამენტამდე. მინდა, გახარია პარლამენტში მივიდეს, ყველა კითხვას პასუხი გაეცეს, რომელიც აქვს ახალგაზარდებს, ოპოზიციას, თავად ხელისუფლებას: რა მოვლენები განვითარდა 20-21 ივნისს, რა პროცესები შეიძლებოდა მოჰყოლოდა იმ ყველაფერს, თუ სხვაგვარად წავიდოდა ეს ყველაფერი, ყველაზე მთავარი – ვინ არიან ადამიანები, ვინც ასე გამეტებით ექცეოდნენ ჩვენს მოქალაქეებს. უნდა მოვისმინოთ გახარიასგან პასუხები და მერე მივიღოთ გადაწყვეტილება, ყველამ ერთად, საზოგადოებამ, პოლიტიკურმა სპექტრმა, ბუნებრივია „ქართულმა ოცნებამ“ – იქნება, თუ, არა მისი პოლტიკური პასუხისგმებლობის საკითხი დაყენებული.
კიდევ ვიმეორებ, არ მინდა, შს მინისტრი გადადგეს ისე, რომ არ მოვისმონოთ კითხვებზე პასუხი, რომელსაც ელის საზოგადოება.
რაც შეეხება ნიკა მელიას – აქ სამართლებრივი საკითხია. ბუნებრივია, ძალიან რთულია, პარლამენტის წევრს, ოპოზიციონერს მოუხსნა იმუნიტეტი. მძიმე იყო ეს გადაწყვტილება პარლამეტისთვის, მაგრამ ეს არის საშუალება იმისა, რომ, მათ შორის, ნიკა მელიამ დაამტკიცოს თავის სიმართლე. ბევრს საუბრობენ ჩვენს სასამართლო სისტემაზე, მაგრამ სასამართლომ ბევრჯერ აჩვენა პრინციპული და სამართლიანი გადაწყვეტილებები. ამიტომ, დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. დარწმუნებული ვარ, თუ პროკურატურას არ ექნება მყარი მტკიცებულებები, სასამართლო არ მიიღებს პოლიტიკურ აგდაწყვეტილებას“, – განაცხადა ბოჟაძემ.