საქართველო-შვეიცარიას შორის შეთანხმება გაფორმდა

საქართველო-შვეიცარიას შორის „ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ შეთანხმება“ გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტმა დიდიე ბურკჰალტერმა მოაწერეს.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ აღნიშნა, ორმხრივი შეთანხმება შვეიცარიასთან ეკონომიკური და ბიზნესაქტივობის განვითარებისთვის მყარ იურიდიულ ბაზას შექმნის, რაც ხელს შეუწყობს თანამშრომლობის გაღრმავებას.
საქართველო-შვეიცარიას შორის “ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ შეთანხმების” ხელმოწერის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შვეიცარიის პრეზიდენტს, დიდიე ბურკჰალტერს სამუშაო სადილზე უმასპინძლა.
მხარეებმა ორი ქვეყნის თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობასა და საქართველოში ბოლო პერიოდში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრეს. შეხვედრის ერთ-ერთი ძირითადი თემა იყო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, რომელიც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შვეიცარიის პრეზიდენტს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში მედიატორის როლის შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა. ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის პრეზიდენტი საქართველოში სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში ჩამოვიდა. დიდიე ბურკჰალტერი თბილისს დღეს დატოვებს.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=hedTG1qMkBk&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები