ნუკრი ქანთარია: ყველას მოეთხოვება, ეს ვიქნები მე, თქვენ, ლომია, მელია თუ სხვა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნუკრი ქანთარია მიიჩნევს, რომ კანონის გადაცდენაზე პასუხი ნებისმიერ მოქალაქეს უნდა მოეთხოვოს. მისივე თქმით, ამ შემთხვევაში ნიკა მელიას საქციელი გამოძიებას ექვემდებარება.
„რაც შეეხება ჩვენი გუნდის წევრების გადაწყვეტილებას – ეს მათ უნდა ახსნან, ეს არ იყო ჩვეულებრივი კანონპროექტი, რომ მხარი დაეჭირათ ან არა. შექმნილ ვითარებაში ეს ძალიან პრინციპული საკითხი იყო, გუნდი ერთსულოვანი უნდა ყოფილიყო. არავის არაფერს ვედავები, ეს საკითხი პრინციპული იყო და წინასწარი შეთანხმებაც იყო, რომ თუ ასეთი საკითხი შემოვიდოდა, ერთად ვუჭერდით მხარს ან ერთად არ ვუჭერდით. ასეთ დროს დაქსაქსვა მიუღებელია. ალბათ, ამ საკითხზე მსჯელობა იქნება. ეს არის პოლიტიკა და პარლამენტი. პარლამენტი ან მონასტერი, ორი გზაა. ალბათ, ნაწილი მონასტერში უნდა წავიდეს, ნაწილი პარლამენტში უნდა დარჩეს. თუ ეს მელია იყო და ორეული არ ჰყავს, მაშინ მისი ქცევა გამოძიებას ექვემდებარება, დანარჩენი სასამართლოს საქმეა. ხალხს რომ ვუთხრა, აბა, წამოდით, შევანგრიოთ, რას ნიშნავს, საქეიფოდ ვეპატიჟები, რესტორანში, კონცერტზე თუ სად? არ მგონია, რომ ეს მარტო მელია იყო. მელია გაუშვეს წინა პლანზე. ვინც კანონს გადაცდება, რასაც იმ ღამეს მელია და გარკვეული ხალხი აპირებდნენ, ყველას მოეთხოვება, ეს ვიქნები მე, თქვენ, ლომია, მელია, თუ სხვა, დანარჩენი სასამართლოს საკითხია“, – განაცხადა ქანთარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები