მამუკა მდინარაძე: სამთავრობო პროგრამაზე საუბარი მაშინ შედგება, როცა ამისთვის ოპოზიციაც მზად იქნება

“ამ დღეებში ოპოზიციისგან ვხედავთ დესტრუქციასა და სიტუაციის დაძაბვის მცდელობას, მეტი მათი მხრიდან არაფერი ხდება”, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ მიმდინარე მოვლენების შეფასებისას განაცხადა.
ის პრემიერის პარლამენტში არმისვლის საკითხსაც გამოეხმაურა და განმარტა, რომ სამთავრობო პროგრამაზე საუბარი მაშინ შედგება, როდესაც ყველა მხარე ამისათვის მზად იქნება.
“მელიაც კი არ დაიცვეს, მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები აკეთეს. ამ დღეებში სამთავრობო პროგრამაზე საუბარი შეიძლება, არაადეკვატურიც გამოჩენილიყო. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ შესაბამის დროს რიგგარეშე სესია მოვიწვიოთ და მაშინ გავმართოთ, როცა ოპოციზია პროცესში კონსტრუქციულად ჩართვისათვის მზად იქნება”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
​შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველო პრემიერმინისტრი, მამუკა ბახტაძე მთავრობის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშით პლენარულ სხდომაზე არ გამოვიდა. აღნიშნული გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, ქვეყანაში განვითარებულ პროცესებს უკავშირდება. ცნობისთვის, პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, საკანონმდებლო ორგანოში პრემიერის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლა სავალდებულოა, რაც საგაზაფხულო სესიის ბოლო თვეს – ივნისში უნდა მოხდეს. პარლამენტის საგაზაფხულო სესია ხვალ იხურება. ბიუროს გადაწყვეტილებით, პრემიერმინისტრის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა 27 ივნისის სესიაზე იყო დანიშნული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები