ვლადიმერ კახაძის უფლებამოსილების საკითხთან დაკავშირებით დადგენილებას სესია მიიღებს

„უახლოეს დღეებში ვლადიმერ კახაძის უფლებამოსილების საკითხთან დაკავშირებით დადგენილებას სესია მიიღებს“, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ვლადიმერ კახაძისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების საკითხი განიხილა. სხდომას გურამ მაჭარაშვილი უძღვებოდა.
პროცედურის მიხედვით, კომიტეტის გადაწყვეტილებას ბიურო დადგენილებად მიიღებს, ხოლო ახლადარჩეული დეპუტატის უფლებამოსილების საკითხი სესიაზე დადგინდება.
„ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან შემოსულია შემაჯამებელი ოქმი ვლადიმერ კახაძის უფლებამოსილების ცნობასთან დაკავშირებით. ყველა დოკუმენტი ოქმს თან ახლავს. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტზე ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხი, თუ რამდენად შეესაბამებოდა აღნიშნული დოკუმენტაცია ჩვენს კანონმდებლობას და გადავაგზავნეთ სესიაზე. ამ შემთხვევაში, ბიურო მიიღებს ცნობად ამ საკითხს და სესია მიიღებს დადგენილებას კახაძის უფლებამოსილების საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ კახაძემ მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში შუალედურ არჩევნებში გაიმარჯვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები