შესაძლოა, დღეს პრემიერი მთავრობის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშით პლენარულ სხდომაზე არ გამოვიდეს

შესაძლოა, დღეს საქართველო პრემიერმინისტრი, მამუკა ბახტაძე მთავრობის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშით პლენარულ სხდომაზე არ გამოვიდეს. როგორც ცნობილია, აღნიშნული გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, ქვეყანაში განვითარებულ პროცესებს უკავშირდება.
პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით კი შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ორგანოში პრემიერის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლა სავალდებულოა, რაც საგაზაფხულო სესიის ბოლო თვეს – ივნისში უნდა მოხდეს.
პარლამენტის საგაზაფხულო სესია ხვალ იხურება. ბიუროს გადაწყვეტილებით, პრემიერმინისტრის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა 27 ივნისის სესიაზე იყო დანიშნული.
3 ივნისს, პარლამენტში შესული დოკუმენტი თანახმად, რომელიც 212-გვერდიანია, მოიცავს ქვეყნის საგარეო პოლიტიკას, უსაფრთხოებასა და თავდაცვას, ეკონომიკურ პოლიტიკას, საპენსიო რეფორმას, ენერგეტიკას, გარემოს დაცვასა და სოფლის მეურნეობას, ტურიზმს, განათლებას, ჯანდაცვას, სოციალურ მიმართულებასა და სხვ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები