ნიკა მელია: დღეს ნამდვილად ავიღეთ პარლამენტი შტურმით, მორალური უპირატესობით, სიმართლით, სიმტკიცით და ძლიერი ერთობით

დღეს ნამდვილად ავიღეთ პარლამენტი შტურმით, მორალური უპირატესობით, სიმართლით, სიმტკიცით, ძლიერი ერთობით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ პარლამენტის შენობასთან აქციაზე განაცხადა.

ნიკა მელიამ საქართველოს მოქალაქეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ დღეს გაშიშვლდა მთელი ხელისუფლება და ეს შეძლო ქართველი ხალხის უკომპრომისო ბრძოლამ.

„ძალიან უსამართლოდ გვაბრალებენ იმას, თითქოს 20 ივნისს ჩვენ გვინდოდა შტურმით აგვეღო პარლამენტის შენობა. მაგრამ თუკი მართლა ვინმეს აუღია შტურმით პარლამენტის შენობა, დღეს ნამდვილად ავიღეთ პარლამენტი შტურმით, მორალური უპირატესობით. სიმართლით, სიმტკიცით, ძლიერი ერთობით. მადლობა ყველა თქვენგან ასიათასობით საქართველოს მოქალაქე, ვგრძნობდი მხარდაჭერას. ამდენი ერთად შეშინებული ღირსებააყრილი და თავის თავს რომ არ ეკუთვნიან ადამიანები, რომლებსაც დეპუტატები ჰქვიათ, ერთ დარბაზში მოთავსებული ცხოვრებაში არ მინახავს. უდიდეს მათგანს არ უნდოდა იმის გაკეთება, რისი გაკეთებაც მოუწიათ. ბავშვი როდესაც ხარ და სკოლაში წასვლა არ გინდა, რაღაც მიზეზი მოგვიგონებია, გვითქვამს მშობლისთვის, რომ თავი მტკივა, მუცელი მტკივა და არ წავსულვართ სკოლაში. ისიც ვერ მოახერხა დეპუტატების ნაწილმა მიუხედავად დიდი სურვილისა, სხდომაზე არ მოსულიყვნენ, ეს არის ტრაგედია, რადგან ესენი არიან მმართველი ძალის წარმომადგენლები, რომლებიც ამ ქვეყნის განვითარებაზე უნდა ყოფილიყვნენ პასუხისმგებლები. თვალებში ვერ მიყურებდნენ და თვალი თვალს ვერ მისწორებდნენ, რა არის ეს, თუ არა ჩემი და თქვენი გამარჯვება, როდესაც თავდახრილები არიან. თუ გახარიამ გაბედა და ქვეყნის მთავარ პოლიტიკურ ინსტიტუტში ზეგ შემოვიდა, იქნება გაუმართლებელი კომპრომისი. რაოდენობით უნდა გავაჩეროთ, რაოდენობით უნდა გადავაფიქრებინოთ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები