მირიან წიკლაურის განცხადებით, მან მონაწილეობა მიიღო კენჭისყრაში, თუმცა ტექნიკური ხარვეზის გამო შედეგში არ აისახა

საქართველოს პარლამენტის წევრის, მირიან წიკლაურის განცხადებით, მან მონაწილეობა მიიღო კენჭისყრის პროცედურაში, თუმცა,  ეს კენჭისყრის შედეგში არ აისახა.

პარლამენტის წევრის განცხადებით, მან ხმა მისცა ნიკანორ მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების − პატიმრობის შეფარდების მიზნით სასამართლოსათვის მიმართვაზე პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის საკითხს, თუმცა ტექნიკური ხარვეზის გამო ეს კენჭისყრის შედეგში არ აისახა.

პარლამენტმა 91 ხმით მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მიხსნის საკითხს მხარი დაუჭირა.

მანამდე მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი პარლამენტის საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებმა დაუჭირა.

აღნიშნული შუამდგომლობით პარლამენტს მთავარმა პროკურატურამ მიმართა.

საგამოძიებო უწყებამ 25 ივნისს მელიას ბრალი 20-21 ივნისს პარლამენტთან განვითარებული მოვლენების გამო 225-ე მუხლით წარუდგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობას გულისხმობს.

საგამოძიებო უწყება მელიას ბრალის წარდგენის მიზნით დღეს ელოდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები