აკაკი ზოიძე ნიკა მელიაზე: ძალიან კარგად იცოდა მისი განათლების მქონე ადამიანმა, რა შეიძლება მოჰყოლოდა ამ ყველაფერს

ძალიან კარგად იცოდა მისი განათლების მქონე ადამიანმა, რა შეიძლება მოჰყოლოდა ამ ყველაფერს, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმღვანელმა, აკაკი ზოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილემა მძიმეა, რადგან ქვეყანაში პარლამენტარიზმის განვითარების სტანდარტებს აზიანებს.

,,რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე გადაწყვეტილებას ვიღებთ დღეს და ჩემთვის, უპირველეს ყოვლისა, ეს გადაწყვეტილება მძიმეა იმის გამო, რომ ასეთი გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, აზიანებს პარლამენტარიზმის განვითარებას ამ ქვეყანაში და იმ სტანდარტებს, რომლებიც უნდა პარლამენტარის დამოუკიდებლობას ეხებოდეს და არა იმიტომ, რომ ჩვენ კოლეგასთან მიმართებაში უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. პარლამენტარი, თუ პრეზიდენტი, თუ პრემიერმინისტრი, ყველა უნდა იყოს კანონის წინაშე თანასწორი. პრივილეგია არ უნდა ჰქონდეს პარლამენტს, თუ პარლამენტის წევრს, რომ დაარღვიოს კანონი, მითუმეტეს ისეთი სერიოზული დანაშაული, რომელზეც არის საუბარი, რაც არის სახელმწიფო გადატრიალება თუ ძალადობრივი შეჭრა პარლამენტში. ჩემთვის პირადად, ბატონი ნიკას, როგორც კოლეგის პატივისცემა დამთავრდა იმ წუთას, როდესაც მან ხელის ერთი გაქნევით წაიყვანა სპეცსაშუალებებით შეიარაღებულ სპეცრაზმზე ის ახლაგაზრდები, რომლებიც გულანთებული პროტესტით, ალალად, ნამდვილად მოვიდნენ აქ და მშვიდობიან დემონსტრაციას ატარებდნენ საქართველოს პარლამენტთან. ძალიან კარგად იცოდა რა შედეგები შეიძლებოდა მოჰყოლოდა ამას ყველაფერს. ძალიან კარგად იცოდა მისი განათლების მქონე ადამიანმა – უშიშროების აკადემიაში რასაც ასწავლიან, რა შეიძლება მოჰყოლოდა ამ ყველაფერს, მაგრამ ძალაუფლების დაუოკებელი ჟინით შეპყრობილი მისი პატრონი, რომელიც იქედან ბრძანებებს იძლეოდა და ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც ის წარმოადგენს, ამას არად არ დაგიდებთ – არც გვამებს, არც ახალგაზრდების დასახიჩრებას, არც გამოთხრილ თვალებს. აი ეს იყო ის მიზეზი, რაც მოხდა. ამიტომაც, ბატონო ნიკა, მე ფართოდ გახელილი თვალებით გაგისწორებთ მზერას, მაგრამ ხუთი დღის წინ მზერა ვერ გავუსწორე და ვერც მომავალში ვერ გავუსწორებ მზერას მაიკო გომურს იმიტომ, რომ ჩემ წილ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, პირადად ჩემ წილს, რომ აი იქ გავრილოვი იჯდა – ერთი. რომ თქვენ, პოლიტიკურად მართლა შავ ჭირს ამ ქვეყნის, ვერ ამოგაშლევინეთ ამ ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებიდან ვერანაირ კვალი,”- განაცხადა აკაკი ზოიძემ.

აკაკი ზოიძის თქმით, 9 წლიანი წამების გამო ,,ნაციონალურმა მოძრაობამ” ბოდიში არ მოიხადა და პასუხი უნდა აგოს.

,,ჩვენ ის მივიღეთ, რაც დღეს მივიღეთ, და მეც პირადად ვარ ნამდვილად ამაში დამნაშავე და მთელი ჩემი ცხოვრება უნდა გამყვეს ეს დანაშაული, რომ ჩვენ მოვხვდით ამ სიტუაციაში, როდესაც ის ახალგაზრდები, ის პოლიციელები, რომლებიც ასევე ახლაგაზრდებია არიან და ჩვენი მამულიშვილები, ასეთ დღეში აღმოჩნდნენ. ასე, რომ ძალიან გთხოვ, ნუ გვაცოდებ თავს. თქვენ დაგვიჭერდით, დაგვხვრეტდით, გვაწამებდით და მთავარს ვიტყვი – ვიღაცამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და უნდა ისწავლოთ პასუხისმგებლობის აღება. 9 წელიწადი აწამებდით ამ ქვეყანას და ერთი ბოდიში არ მოიხადეთ თქვენმა პოლიტიკურმა ძალამ, ერთხელ არ მოიხადეთ ბოდიში, პასუხი უნდა აგოთ“,-განაცხადა აკაკი ზოიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები