“ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენების მიზნით სასამართლოსათვის მიმართვაზე დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე”

“საქართველოს პარლამენტი ადგენს თანხმობა მიეცეს საქართველოს გენერალურ პროკურორს საქართველოს პარლამენტის წევრის ნიკანორ მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენების მიზნით სასამართლოსათვის მიმართვაზე. დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა განაცხადა.
„მოგესალმებით, მეგობრებო, უნდა დავასრულოთ ეს პროცესი, ამიტომ რეგლამენტის მოთხოვნათა შესაბამისად წარმოგიდგენთ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს – საქართველოს პარლამენტის წევრის ნიკანორ მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენების მიზნით სასამართლოსათვის მიმართვაზე საქართველოს გენერალური პროკურორისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.
საქართველოს კონსტიტუციის 33 მუხლის მეორე პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტი ადგენს თანხმობა მიეცეს საქართველოს გენერალურ პროკურორს საქართველოს პარლამენტის წევრის ნიკანორ მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენების მიზნით სასამართლოსათვის მიმართვაზე. დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე”,-განაცხადა გიორგი კახიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები