გიორგი ლომია: დღეს რომ „ნაცმოძრობა“ გვიზის პარლამენტში, ამ „ნაცმოძრაობის“ წევრებში, მე მგონი, ნიკა მელია ყველაზე ნაკლებად „ნაცია“

„დღეს რომ „ნაცმოძრობა“ გვიზის პარლამენტში, ამ „ნაცმოძრაობის“ წევრებში, მე მგონი, ნიკანორ მელია არის ყველაზე ნაკლებად „ნაცი“, რამდენადაც ვიცი, ის 2012 წელს შეუერთდა „ნაცმოძრაობას“. ყველაზე დიდი ნაცები „ევროპულ საქართველოში“ სხედან“, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „პატრიოტების“ თავმჯდომარემ, გიორგი ლომიამ განაცხადა, სადაც დეპუატატები ნიკანორ მელიას პარლამენტის იმუნიტეტის მოხსნის თაობაზე მსჯელობდნენ.
გიორგი ლომიამ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუატატებს 2 შკითხვით მიმართა:
„უმრავლესობას მინდა კითხვა დაგისვათ. 2 თვის განმავლობაში ეხვეწებოდით ფაქტობრივად გავრილოვს, რომ ჩამოსულიყო საქართველოში. როცა ის ჩამოდიოდა, დაპირდით, რომ უზრუნველყოფილი იქნება მისი დაცვა. ჩამოიყვანეთ, დასვით პარლამენტში, რასაც მოჰყვა სერიოზული აურზაური. ეს რომ დადგმული სპექტაკლი იყო, ჩანს იქიდან, რომ ჩაჯდა თუ არა სავარძელში, კარები გაიღო, შემოვიდა „ევროპული საქართველო“ მომზადებული პლაკატებით, შემოხვეული დროშებით და უკვე გასაგებია, ვის მიერ იყო ეს პროვოკაცია მოწყობილი. ისმის კითხვა, დღეს რომ „ნაცმოძრობა“ გვიზის პარლამენტში, ამ „ნაცმოძრაობის“ წევრებში, მე მგონი, ნიკანორ მელია არის ყველაზე ნაკლებად ნაცი, იმიტომ, რომ რამდენადაც ვიცი, ნიკანორ მელია 2012 წელს შეუერთდა „ნაცმოძრაობას“, მანამდე არ ყოფილა. ყველაზე დიდი „ნაცები“ „ევროპულ საქართველოში“ არიან, მაგრამ რადგან სახელი შეეცვალათ, პასუხი არ უნდა მოეთხოვოთ? „ევროპული საქართველო“ იყო ის პოლიტიკური პარტია, „ევრონაცებს“ ვეძახი მათ, რომელმაც მოუხმო ხალხს და მოუწოდა ხალხს გამოსულიყო პარლამენტთან, ვითომ მშვიდობიანი აქციისთვის. დაახლოებით, 9 საათზე, როცა საქართველო აირია, „ევროპული საქართველოს“ ვერც ერთი წევრი ვერ ვნახეთ აქციაზე, მაგრამ შეგვრჩა ნიკანორ მელია“, – განაცხადა ლომიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები